ერთხელ ერთი მკერავი იჯდა მდინარესთან და რაღაცას კემსავდა, ამ დროს უცებ სათითე ხელიდან გაუსხლტა და მდინარეში გაუჩინარდა, გოგონა ატირდა. ხმა კი წყლის ჯადოქარს მოესმა, ამოყო თავი წყლიდან და ტირილის მიზეზი ჰკითხა გოგონას, მკერავმაც აუხსნა თავისი მდგომარეობა, წყლის ჯადოქარმა ჩაყვინთა და ამოიტანა ძვირფასი ქვებით მოოჭვილი სათითე,
-,, ეს ალბათ შენია ხომ? – ჰკითხა მან გოგონას.
მაგრამ მკერავმა იუარა. ჯადოქარმა მეორედ ჩაყვინთა და უფრო ძვირფასი სათითე მოიტანა,
- მაშ ეს იქნება შენი,- უთხრა გოგოს,
მაგრამ მკერავმა ამჯერადაც უარი განაცხადა. ჯადოქარმა მესამედ ჩაყვინთა და უკან მკერავის ჩვეულებრივი სათითით დაბრუნდა.
გოგონამ გამოართვა თავისი ნივთი და მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის, ჯადოქარი კი აღფრთოვანებული დარჩა მკერავის პატიოსნებით და სამივე სათითე აჩუქა მას, უბრალოც და ძვირფასებიც.
რამდენიმე წლის შემდეგ მკერავი ქმართან ერთად მისეირნობდა, ამ დროს ქმარმა ფეხი რაღაცას წამოკრა და ხიდიდან გადავარდა, მდინარის წყალში გაუჩინარდა. გოგონამ დაიწყო ტირილი და კვლავ გამოეცხადა წყლის ჯადოქარი, ტირილის მიზეზის შეტყობის შემდეგ ჩაყვინთა და ჯორჯ კლუნთან ერთად ამოყვინთა
თან ქალს ჰკითხა: ,,შენი ქმარია ხომ? ”
გოგონამ კი უთხრა: ,,დიახ დიახ, სწორედ ეგაა”.
ჯადოქარი კი განრისხდა, შენ მატყუარა ხარ, ყვიროდა ის. და გოგონამ ტირილით უთხრა:
,,ოჰ, მაპატიეთ დიდო ჯადოქარო, ეს ყველაფერი თქვენ არასწორად გამიგეთ, მე სხვა გამოსავალი არ მქონდა, თუ გეტყოდით რომ ჯორჯ კლუნი ჩემი ქმარი არაა, თქვენ ჩაყვინთავდით და უკან ბრედ პიტთან ერთად დაბრუნდებოდით
ამაზეც რომ უარს გეტყოდით, თქვენ ამოიყვანდით ჩემს ქმარს, მეც გამიხარდებოდა და გეტყოდით რომ ის ჩემი ქმარია, თქვენ კი ჩემი პატიოსნებით კმაყოფილი სამივე კაცს მაჩუქებდით მე (როგორც სათითე მაჩუქეთ ადრე). და სად მაქვს მე სამი ქმრის თავი? (ერთიც ზედმეტია ლამის). ჯადოქარი მიხვდა ყველაფერს და თავისი ქმარი გაატანა სახლში
დედააზრი: როცა ქალი იტყუება, მას ამოძრავებს მხოლოდ კარგი და კეთილი სურვილები, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვისთვისაც.
No comments:
Post a Comment