Friday, November 11, 2011

სახალისო ისტორია

ერთი წყვილი ახალ ბინაში გადავიდა. დილით ცოლმა ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, სარკმელს გახედა და გარეთ მეზობელი დაინახა, რომელიც თეთრეულს ფენდა.
- შეხედე როგორი ჭუჭყიანი თეთრეული აქვს - უთხრა ცოლმა ქმარს.
კაცი გაზეთს კითხულობდა და ყურადღება არ მიუქცევია მისთვის.
- ალბათ ცუდ საპონს ხმარობს ან არც კი იცის როგორ უნდა რეცხოს.ნეტავ არავინ ასწავლის?! - ნიშნისმოგებით თქვა ქალმა.
და ამის შემდეგ როცა მეზობელი თეთრეულს ფენდა, ცოლს სულ უკვირდა, თუ რატომ იყო იგი ასეთი ჭუჭყიანი. ერთ მშვენიერ დღესაც ქალმა გაიღვიძა, სარკმელს გახედა და გაკვირვებისგან ხმამაღლა შესძახა:
- დღეს რა საოცრად სუფთაა მისი თეთრეული! ბოლოსდაბოლოს ისწავლა რეცხვა!
- არა, - უპასუხა ქმარმა. საქმე იმაშია, რომ დღეს ადრე ავდექი და ჩვენი სარკმლები გავწმინდე.

No comments:

Post a Comment