Wednesday, November 9, 2011

საშიში ადგილები...


ამ მუზეუმში ათასზე მეტი ეშმაკი "ცხოვრობს". მუზეუმი პროფესორ ჟმიუძინავიჩიუსის პირადი კოლექციის საფუძველზე 1966 წელს შეიქმნა. 1991 წელს მუზეუმს უკვე 1742 ექსპონატი ჰქონდა. კერამიკის, ხის, მეტალის, ტყავის და სხვა ეგზოტიკური მასალებისგან დამზადებული ეშმაკები კაუნასში 22 ქვეყნიდან ჩამოიტანეს. კოლექცია გამუდმებით იზრდება. კაუნასის "უწმინდური ძალის წარმომადგენლობა" დღეს ყველაზე დიდია მსოფლიოში.
შესვლა - უფროსებისთვის 5 ლიტი, ბავშვებისთვის- 2,5 ლიტი. ( დაახლოებით 3 და 1,5 ლარი)

 
2)ელმინის სასახლე
XV საუკუნის ციხე-სიმაგრე, რომელიც მონებით ვაჭრობის ერთ-ერთი ცენტრი იყო - შავი კონტინენტის ხალხისადმი თეთრკანიანების მიერ ჩადენილი დანაშაულის ჭეშმარიტი ძეგლია. განის სანაპიროზე ასეთი ნაგებობები ყოველ 15 კილომეტრში შეგხვდებათ. ჩახუთული საკანი პატარა სარკმლით, რომელშიც ძლივს აღწევს მზის სხივები _"დაუბრუნებლობის კარიბჭეა" , დამინებული შავკანიანები აქედან გაჰყავდათ გასაყიდად. ყველაზე საშინელი სანახავია ქვის ჭა, რომელშიც ადამიანები თვეობით ელოდებოდნენ საბოლოოდ "დამონება".
შესვლა - თავისუფალია.
3)მიცვალებულთა სულების მუზეუმი - რომი, იტალია
დელ საკრო კუორეს ეკლესიის სარდაფში მსურველებს შეუძლიათ მოინახულონ პატარა მუზეუმი, რომელშიც თავმოყრილია ამ ქვეყნად მიცვალებულთა სულების არსებობის დამადასტურებელი ფაქტები. მუზეუმში მოსახვედრად ადგილობრივ მღვდელს ნებართვა უნდა სთხოვოთ. დღეს აქ მოჩვენებასთან დაკავშირებით ასობით ექსპონატია: მაგალითად, ღამის ჩაჩი გაჭვარტლული თითების ანაბეჭდებით. ეს ლუიზა ლე სენეშელის მოჩვენების კვალია. 1873 წლის 7 მაისს მიცვალებილუ ღამით გამოეცხადა თავის მეუღლეს, რომელსაც ამ დროს მშვიდად ეძინა, სულმა რამდენჯერმე უჩქმიტა ცხვირზე და გაბრაზებულმა მოაძრო ღამის ჩაჩი. ეს გაფრთხილება იყო, დაქვრივებულმა მეუღლემ გლოვა დროზე ადრე შეწყვიტა.
შესვლა - უფასოა, მაგრამ სასურველია ეკლესიისთვის მცირე შემოწირულობა გაიღოთ.

4)დრაკულას ციხე-სიმაგრე რუმინეთში

ბრანის შუასაუკნეებში ციხე-სიმაგრე კარპატებში, საშინელი უფსკრულის პირასაა აგებული. ეს წმინდა წყლის გოთიკური ნაგებობდა ვიწრო გასასვლელებითა და ქვის კიბეებით, ეკუთნოდა ვამპირ დრაკულას. ციხე-სიმაგრე ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც 100 წლის წინათ ირლანდიელმა რომენისტმა, ბრემ სტოკერმა აღწერა თავის ცნობილ რომანში - "დრაკულა". მთავარი საკვამური საშინელებათა დეკორაციას ჰგავს და ძლიერი ქარის დროს საშინლად ღმუის. 56 ოთახიდან ერთ-ერთში დგას უზარმაზარი საწოლი ოთხი საყრდენით და ფარდებით, გადმოცემის მიხედვით სწორედ ამ საწოლზე აწვენდა დრაკულა თავის მსხვერპლს და სისხლს სწოვდა. "საშინელებათა ციხე-სიმაგრის " წოდება გრაფ ვლად IV წყალობით შეიძინა. რუმინელი გრაფი დაუნდობელი იყო და ყველას, ვინც არ მოეწონებოდა, სარზე სვამდა. ციხე-სიმაგრისკენ მიმავალ გზას "ალესილი სარების გზა ჰქვია".
5)შეშლილთა კოშკი ავსტრიაში
დღევანდელ შპითალგასეზე მაღალი კოშკი დგას და ამ კოშკში XVIII საუკუნეში საგიჟეთი იყო. აქ გამოფენილია კანონურჩი მოქალაქეების გამომშრალი და დასპირტული ორგანოები, ახდილი თავის ქალები და მუმიფიცირებული თავები.
შესვლა - 2 ევრო

6)წამების მუზეუმი
ევროპის ბევრი მუზეუმი ინახავს "ესპანურ ჩექმას", გილოტინებისა და მათ მსგავს საზარელ ინსტრუმენტებს, მაგრამ მალტის მუზეუმი სულ სხვაა. ის მდებარეობს ქალაქ მდინაში, მალტის ძველ დედაქალაქში, რომელში ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს. აქ შუასაუკუნეების ცარიელი ქუჩებია. მუზეუმის სარდაფში ჩასული დამთვარიელებლის თვალწინ გადაიშლება: სახრჩობელები, ფრჩხილების დასაძრობი და თავის ქალის მისაჭყლეტი იარაღები. იარაღები ნამდვილია და მრავალი ადამიანის სისხლი შეხმობია მათ. პერსონაჟები ცვილისაა, მაგრამ წარმოუდგენლად ბუნებრივად გამოიყურებიან, ადამიანი ამოთხრილი თვალით და ეგზეკუტორი, რომელიც ხახაში ადუღებულ ზეთს ასხამს.

No comments:

Post a Comment