- სად გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება ზურიკელა ვარშალომიძემ: თბილისში თუ ლონდონში?
თათია, 15 წლის: - ლონდონში. ის ფრაზაც, სერიალ "შუა ქალაქში" რომ ამბობს სანდრო, - "ლონდონში ვსწავლობდიო", მანდედან მოდის.
მარი, 16 წლის: - მე რა ვიცი, არა მაქვს წაკითხული. ადრე დავიწყე წაკითხვა, არ მომეწონა და თავი დავანებე.
ზუკა, 18 წლის: - რა თქმა უნდა, თბილისში! არ გრცხვენიათ, ასეთ ელემენტარულ კითხვებს რომ გვისვამთ? არა ვართ ჩვენ დებილები!..
ჩემი რესპონდენტები არ დაიბნენ და კითხვაზე - "მგელმა წითელქუდას დედა შეუჭამა თუ პაპა", სწორი პასუხები გამცეს:
გიო, 18 წლის: - რატომ მატყუებ? დეიდაშვილი შეუჭამა, დეიდაშვილი! კაი რა, რას მეკითხები. მიტყდება, სწორად რო გიპასუხო.
ნინო, 17 წლის: - ბებია შეუჭამა, ბებია. მახსოვს. როგორ მეცოდებოდა ხოლმე წითელქუდა. მონადირე კი ჩემს თვალში გმირი იყო.
| ილია ჭავჭავაძემ "კაცია ადამიანი?!" ინგლისურიდან თარგმნა თუ რუსულიდან?
ნუკი, 17 წლის: - რუსულიდან თარგმნა. მაგარი თარგმანია, როცა ვისწავლეთ, ბევრი ვიცინე.
- ავტორი ხომ არ გახსოვს?
- არ მახსოვს. კარგი მთარგმნელია ილია.
რეზი, 19 წლის: - აუ, არ მახსოვს, სკოლაში ვისწავლეთ. უფრო რუსულიდან თარგმნიდა.
აღმოჩნდა, რომ ლუკა რაზიკაშვილი არასდროს ყოფილა ვაჟა-ფშაველა:
- ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის ლუკა რაზიკაშვილი და ვაჟა-ფშაველა?
გიგი, 16 წლის: - ძმები? მაგრამ გვარი რომ სხვადასხვა აქვთ? აუ, მართლა არ მახსოვს. სხვას ჰკითხეთ.
თინანო, 17 წლის: - არ ვიცი. ვაჟა ძალიან მიყვარს, მაგრამ მისი ბიოგრაფია არ ვიცი.
- ვაჟას რომელი ნაწარმოები წაგიკითხავს?
- სათაურები არ მახსოვს.
Friday, November 11, 2011
რატომ იტყუებიან ქალები
ერთხელ ერთი მკერავი იჯდა მდინარესთან და რაღაცას კემსავდა, ამ დროს უცებ სათითე ხელიდან გაუსხლტა და მდინარეში გაუჩინარდა, გოგონა ატირდა. ხმა კი წყლის ჯადოქარს მოესმა, ამოყო თავი წყლიდან და ტირილის მიზეზი ჰკითხა გოგონას, მკერავმაც აუხსნა თავისი მდგომარეობა, წყლის ჯადოქარმა ჩაყვინთა და ამოიტანა ძვირფასი ქვებით მოოჭვილი სათითე,
-,, ეს ალბათ შენია ხომ? – ჰკითხა მან გოგონას.
მაგრამ მკერავმა იუარა. ჯადოქარმა მეორედ ჩაყვინთა და უფრო ძვირფასი სათითე მოიტანა,
- მაშ ეს იქნება შენი,- უთხრა გოგოს,
მაგრამ მკერავმა ამჯერადაც უარი განაცხადა. ჯადოქარმა მესამედ ჩაყვინთა და უკან მკერავის ჩვეულებრივი სათითით დაბრუნდა.
გოგონამ გამოართვა თავისი ნივთი და მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის, ჯადოქარი კი აღფრთოვანებული დარჩა მკერავის პატიოსნებით და სამივე სათითე აჩუქა მას, უბრალოც და ძვირფასებიც.
რამდენიმე წლის შემდეგ მკერავი ქმართან ერთად მისეირნობდა, ამ დროს ქმარმა ფეხი რაღაცას წამოკრა და ხიდიდან გადავარდა, მდინარის წყალში გაუჩინარდა. გოგონამ დაიწყო ტირილი და კვლავ გამოეცხადა წყლის ჯადოქარი, ტირილის მიზეზის შეტყობის შემდეგ ჩაყვინთა და ჯორჯ კლუნთან ერთად ამოყვინთა
თან ქალს ჰკითხა: ,,შენი ქმარია ხომ? ”
გოგონამ კი უთხრა: ,,დიახ დიახ, სწორედ ეგაა”.
ჯადოქარი კი განრისხდა, შენ მატყუარა ხარ, ყვიროდა ის. და გოგონამ ტირილით უთხრა:
,,ოჰ, მაპატიეთ დიდო ჯადოქარო, ეს ყველაფერი თქვენ არასწორად გამიგეთ, მე სხვა გამოსავალი არ მქონდა, თუ გეტყოდით რომ ჯორჯ კლუნი ჩემი ქმარი არაა, თქვენ ჩაყვინთავდით და უკან ბრედ პიტთან ერთად დაბრუნდებოდით
ამაზეც რომ უარს გეტყოდით, თქვენ ამოიყვანდით ჩემს ქმარს, მეც გამიხარდებოდა და გეტყოდით რომ ის ჩემი ქმარია, თქვენ კი ჩემი პატიოსნებით კმაყოფილი სამივე კაცს მაჩუქებდით მე (როგორც სათითე მაჩუქეთ ადრე). და სად მაქვს მე სამი ქმრის თავი? (ერთიც ზედმეტია ლამის). ჯადოქარი მიხვდა ყველაფერს და თავისი ქმარი გაატანა სახლში
დედააზრი: როცა ქალი იტყუება, მას ამოძრავებს მხოლოდ კარგი და კეთილი სურვილები, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვისთვისაც.

წყალქვეშა რესტორანი
წყალქვეშა რესტორანი, რომელიც მდებარეობს მალდივის კუნძულებზე ! მაქსიმუმ 14 კაცი ეტევა! საკვების ფასები მერყეობს 125.000 დოლარიდან 250.000 დოლარამდე! ეს რესტორანი ეკუთვნის სასტუმრო Rangalifinolhu_ს!
"ცოტა რამ სიყვარულის შესახებ"
სიყვარული ეს ნიჭია, რომელიც ღმერთმა ადამიანს უბოძა და უბედურია ის ვინც ამ ქვეყნიდან ამ ნიჭის გარეშე წავა.’’ - ნოდარ დუმბაძე
როგორც ხედავთ, სიყვარული მრავალსახიანია და ვერავინ გეტყვით ზუსტად, თუ როდის და ვინ შეგიყვარდებათ და როგორი სიყვარული გეწვევათ. მაგრამ იმაში, რომ ადრე თუ გვიან მოხდება ეს, ეჭვი ნუ შეგეპარებათ. სიყვარულზე ბევრი რამ თქმულა, ის ძალიან ლამაზი, ტკბილი, მრავალფეროვანი, ენით აღუწერელი გრძნობაა.
ამქვეყნად არსებობს მრავალგვარი სიყვარული: დედა-შვილური, და-ძმური,ქალ-ვაჟის, სამშობლოს, სარწმუნოების და ა.შ.
ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება გააჩნია: ’’თუ რა არის სიყვარული’’. ზოგს სჯერა ერთი ნახვით შეყვარების,ზოგს-არა. სიყვარულს თან ახლავს: როგორც სიტკბოება-ისე სიმწარე . ის ხომ მართლაც ‘’მარადიული გრძნობაა’’. არ არსებობს ადამიანი, თუნდაც ბოროტი, რომელსაც გულში სიყვარულის ერთი ნაპერწკალი არ ჰქონდეს.
სიყვარული არ არის თამაში, როცა მოგესურვება რომ დაიწყო და დაამთავრო. იგი ადამიანის გულს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება , იმწამსვე დაიწყებს მბრძანებლობას. ‘’თუ ვინმე გიყვარს-ადამიანი ხარ, თუ ვინმეს უყვარხარ კი ღმერთი-ო’’- ნათქვამია ბრძენი ადამიანების მიერ, რომელთა მოსაზრებების ჩვენ გვჯერა. სევდა, მწუხარება, სიხარული, ბედნიერება, თვალზე ცრემლი - სახეზე ღიმილი, ეს ყველაფერი სიყვარულის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებია.
დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის, რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდების და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე... ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება, რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის, რომ ხელახლა შეგიყვარდეს.
ყველაფერი ახალია შენთვის: პირველი ცრემლი, პირველი სიხარული, პირველი სითბო, პირველი კოცნა... ის ყოველთვის შენში რჩება! ყველა ადამიანის ფიქრებში ტივტივებს აზრი ‘’მარადიული სიყვარულისა’’ და ყველა იმ დასკვნამდე მიდის, რომ ის მარადიულია.
როგორც ხედავთ, სიყვარული მრავალსახიანია და ვერავინ გეტყვით ზუსტად, თუ როდის და ვინ შეგიყვარდებათ და როგორი სიყვარული გეწვევათ. მაგრამ იმაში, რომ ადრე თუ გვიან მოხდება ეს, ეჭვი ნუ შეგეპარებათ. სიყვარულზე ბევრი რამ თქმულა, ის ძალიან ლამაზი, ტკბილი, მრავალფეროვანი, ენით აღუწერელი გრძნობაა.
ამქვეყნად არსებობს მრავალგვარი სიყვარული: დედა-შვილური, და-ძმური,ქალ-ვაჟის, სამშობლოს, სარწმუნოების და ა.შ.
ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება გააჩნია: ’’თუ რა არის სიყვარული’’. ზოგს სჯერა ერთი ნახვით შეყვარების,ზოგს-არა. სიყვარულს თან ახლავს: როგორც სიტკბოება-ისე სიმწარე . ის ხომ მართლაც ‘’მარადიული გრძნობაა’’. არ არსებობს ადამიანი, თუნდაც ბოროტი, რომელსაც გულში სიყვარულის ერთი ნაპერწკალი არ ჰქონდეს.
სიყვარული არ არის თამაში, როცა მოგესურვება რომ დაიწყო და დაამთავრო. იგი ადამიანის გულს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება , იმწამსვე დაიწყებს მბრძანებლობას. ‘’თუ ვინმე გიყვარს-ადამიანი ხარ, თუ ვინმეს უყვარხარ კი ღმერთი-ო’’- ნათქვამია ბრძენი ადამიანების მიერ, რომელთა მოსაზრებების ჩვენ გვჯერა. სევდა, მწუხარება, სიხარული, ბედნიერება, თვალზე ცრემლი - სახეზე ღიმილი, ეს ყველაფერი სიყვარულის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებია.
‘’სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის... ეს გალაკტიონის სიტყვებია... როცა ეს გრძნობა იბადება გულში მთელს შენს ცხოვრბას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს... მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება... მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს... ‘’ნამდვილი სიყვარული მარადიულია’’... ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...
’’ სიყვარული ყოველდღე იზრდება, არასოდეს კარგავს თავის პირველ მდგომარეობას, არ წყდება, არ უფერულდება, არ ხუნდება..." პირველი სიყვარული ამქვეყნად ყველაზე ლამაზია, ის ყველასაგან და ყველაფრისაგან განსხვავდება, არ აქვს მნიშვნელობა როდის გეწვევა-რა ასაკში.
ყველაზე ლამაზი-სიყვარული ალბათ გარდატეხის ასაკშია. ამ დროს ყველაფერს განიცდი, უფრო რომანტიკული და მეოცნებე ხარ, ვიდრე საერთოდ. პირველი სიყვარულის დავიწყება უზომოდ ძნელია, თითქმის შეუძლებელი და სანამ ცოცხალი ხარ ის ბუდობს შენს გულში.
გავიხსენოთ შექსპირის ‘’რომეო და ჯულიეტა’’, მათი უსაზღვრო სიყვარული, მართლაც ხომ მარადიული იყო. ის რომ ჩვენ ამის შესახებ დღეს 21 ს-ში ვსაუბრობთ, სწორედაც რომ ‘’მარადიული სიყვარულის’’ შედეგია. მეცნიერები მრავალი წლის მანძილზე იკვლევდნენ თუ რა იყო ‘’სიყვარული’’, მაგრამ მაინც ვერ ახსნეს. ყველა ამ გრძნობას თავისებურად ხსნის.
აგრეთვე გაგიზიარებთ საინტერესო გამოკითხვას :)
მკვლევარებმა 4-დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს, რა არის სიყვარულიო.
აი რას ამბობენ პატარები:
6 წლის რებეკა: როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.
6 წლის კრისი: სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს თხოვ.
5 წლის ერიკი: სიყვარული გაიძულებს დაიღიმო, როცა ძალიან დაღლილი ხარ.
7 წლის დენი: სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა.
7 წლის ნოელი: სიყვარულია, როცა ბიჭს ეუბნები შენი პერანგი მომწონსო და იგი ყოველდღე იცვამს ამ პერანგს.
5 წლის მერი-ენი: სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც, როცა მთელი დღით შინ მარტო დატოვე.
7 წლის ბილი:როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად წარმოთქვამს და იცი, რომ შენი სახელი სამუდამოდაა დაცული.
6 წლის კარენი:როცა ვინმე გიყვარს, შენი წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და დაბლა ეშვებიან, ზემოთ, ქვემოთ, იქიდან კი ვარსკვლავები იფრქვევა.

8 წლის ჯესიკა:თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა მიყვარსო, და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული.
არსებობს, თუ არა ბოროტება? და შექმნა კი ღმერთმა იგი?
არსებობს, თუ არა ღმერთი? უნივერსიტეტის პროფესორმა დაუსვა ეს კითხვა სტუდენტებს; მან ხომ ყველაფერი შექმნა?
- დიახ!- ერთხმად უპასუხეს მას სტუდენტებმა.
– თუკი ღმერთმა შექმნა ყველაფერი, მაშინ მან ბოროტებაც შექმნა,
რადგან ბოროტება არსებობს ამქვეყნად. და აქედან გამომდინარე, ღმერთიც ბოროტია – მიუგო მათ პროფესორმა.
სტუდენტები გაჩუმდნენ. შემდეგ ერთ-ერთი სტუდენტი წამოდგა და პროფესორს ჰკითხა:
– პროფესორო, სიცივე არსებობს?
– ეს რა კითხვაა? ცხადია, არსებობს. განა არასოდეს შეგციებია?
– არა, სერ. სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების მიხედვით, ის რასაც სიცივედ ვთვლით, მხოლოდ სითბოს ნაკლებობაა. აბსოლუტური ნული (-273°C) კი სითბოს აბსოლუტური ნაკლებობაა. სიცივე არ არსებობს, ეს სიტყვა იმისთვის გამოვიგონეთ, რომ აღგვეწერა მდგომარეობა, რომელსაც სითბოს ნაკლებობა იწვევს.
– პროფესორო,მაინტერესებს თქვენის აზრით, თუ არსებობს სიბნელე?
– ცხადია არსებობს.
– მაშინ კიდევ ერთხელ ცდებით, სერ, რადგან სიბნელე სინათლის ნაკლებობაა. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სინათლე, მაგრამ არა სიბნელე. თქვენ ვერ გაზომავთ სიბნელეს. სიბნელე ის ცნებაა, რომელიც სინათლის გარეშე ყოფნას აღნიშნავს.
– სერ, არსებობს, თუ არა ბოროტება?
– რა თქმა უნდა, ეს უკვე ვთქვი. ჩვენ მას ყოველდღე ვხედავთ. დანაშაული და ძალადობაა გამეფებული მსოფლიოში.
– ბოროტება არ არსებობს, სერ. ბოროტება – ეს ღმერთთან დაშორებაა. ის სიბნელისა და სიცივის მსგავსია. ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება, ბოროტება ის მდგომარეობაა, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი კარგავს ღვთის სიყვარულს . . .
სტუდენტის სახელი და გვარი გახლდათ: ალბერტ აინშტაინი.

სახალისო ისტორია
ერთი წყვილი ახალ ბინაში გადავიდა. დილით ცოლმა ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, სარკმელს გახედა და გარეთ მეზობელი დაინახა, რომელიც თეთრეულს ფენდა.
- შეხედე როგორი ჭუჭყიანი თეთრეული აქვს - უთხრა ცოლმა ქმარს.
კაცი გაზეთს კითხულობდა და ყურადღება არ მიუქცევია მისთვის.
- ალბათ ცუდ საპონს ხმარობს ან არც კი იცის როგორ უნდა რეცხოს.ნეტავ არავინ ასწავლის?! - ნიშნისმოგებით თქვა ქალმა.
და ამის შემდეგ როცა მეზობელი თეთრეულს ფენდა, ცოლს სულ უკვირდა, თუ რატომ იყო იგი ასეთი ჭუჭყიანი. ერთ მშვენიერ დღესაც ქალმა გაიღვიძა, სარკმელს გახედა და გაკვირვებისგან ხმამაღლა შესძახა:
- დღეს რა საოცრად სუფთაა მისი თეთრეული! ბოლოსდაბოლოს ისწავლა რეცხვა!
- არა, - უპასუხა ქმარმა. საქმე იმაშია, რომ დღეს ადრე ავდექი და ჩვენი სარკმლები გავწმინდე.
Thursday, November 10, 2011
კაცხის სვეტი
კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე“ — შთენილი კლდე სოფელ კაცხში.სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული - სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა, ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე, შეუძლებელი იყო. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა შესაძლებელია ყველა მსურეველისთვის. აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოები, რაც სვეტზე ამჟამად მოღვაწე ბერი მაქსიმეს დამსახურებაა.
Wednesday, November 9, 2011
კენიაში,რუდოლფის ტბაში მდებარეობს კუნძული ენვაიტენეტი,რომელიც დაწყევლილ ადგილად მიიჩნევა,რადგანაც იქიდან დაბრუნებული ადამიანი ჯერ არავის უნახავს.1935 წელს კუნძულის გამოსაკვლევად ინგლისელი მეცნიერებირ ეწვივნენ და უკან არც ისინი დაბრუნებულან. დაკარგული მკვლევარების მარტინ შეფლისა და ბილ დაისონის საძებნელად ვივიანა ფუში გაემგზავრა,მაგრამ მათ კვალს ვერსად მიაგნო.კუნძულს ვერტმფრენითაც შემოუფრინეს,მაგრამ მიტოვებული სიფლის გარდა.ვერაფერი ვერ იპოვეს.კენიელებმა ფუშს უამბეს,რომ ოდესღაც,ამ კუნძულზე ცხოვრობდნენ ადამიანები,რომლებიც თავს თევზაობით ირჩენდნენ,მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი უგვზოუკვლოდ გაქრნენ.მეცნიერების აზრით,ენვაიტენეტის გარდა დედამიწაზე უამრავი ანომალიური ადგილია.
ამერიკულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა თვითმხილველების მონაყოლი გამოაქვეყნა.მათი თქმით ,1960 წლის 30 ივლისს პიკტონში დღისით,ნათესავების თვალ წინ 13 წლის ბიჭი გაუჩინარდა და ის რამდენიმე დღის შემდეგ,იმავე ადგილზე გამოჩნდა.მართალია,მას იგივე ტანსაცმელი ეცვა,რაც გაუჩინარების დღეს,მაგრამ რაღაცნაირად,დაბერებულად გამოიყურებოდა.
1982 წელს 19 წლის ფრანკ ფრონტენი ორ მეგობართან ერთად, ქალაქგარეთ გამგზავრებას აპირებდა. ბიჭის მეგობრებმა შეამჩნიეს, რომ ფრანკის ავტომობილს ზეციდან მოელვარე სფერო უახლოვდებოდა. მოულოდნელად, ფრანკი გაუჩინარდა, ხოლო მანქანა შუაზე გადაიხსნა. ბიჭის ძიებაში საფრანგეთის პოლიციაც ჩაერთო, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს. რამდენიმე დღის შემდეგ ფრანკი ერთ-ერთ მეგობარს შინ მიადგა. დაბნეული ჩანდა და ვერ იხსენებდა, სად გააჩერა ავტომობილი. ჰიპნოზის ზემოქმედების შედეგად ბიჭმა აღიარა: “სფეროს მოახლოების შემდეგ, უჩვეულო ლაბორატორიაში აღმოვჩნდი. გადამცემებით რაღაც აპარატებზე ვიყავი მიერთებული და ოთახში უამრავი მანათობელი სფერო მოძრაობდა”.

ცნობილმა ასტრონომმა, ალან ჰაინეკმა გამოსცა წიგნი: “გაუჩინარებულები და მოტაცებულები”, სადაც ის ადამიანების “მესამე სამყაროსთან” კონტაქტს აღწერს. წიგნში აღწერილია ბეტი და ბერნი ჰილის ამბავი. 1961 წლის სექტემბერში ცოლ-ქმარი შინ ბრუნდებოდა. მათ ორი მოციმციმე სფერო შენიშნეს, შემდეგ გონება დაკარგეს და ორი დღის შემდეგ იმავე ადგილზე აღმოჩნდნენ, საიდანაც გაუჩინარდნენ. მოგვიანებით გაიხსენეს, რომ უჩვეულო ხომალდზე იმყოფებოდნენ, სადაც “არამიწიერი არსებები” სხივებითა და საცეცებით მათზე ცდებს ატარებდნენ.
გამქრალი ადამიანების ამბები შეიძლება, ხუმრობად ან ჰალუცინაციად მიიჩნიოთ, მაგრამ როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ ყველა გაუჩინარებული, ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშ, თითქმის ერთსა და იმავე ამბავს ჰყვება, თანაც, სიცრუის დეტექტორი ტყუილს ვერ აფიქსირებს.
საშიში ადგილები...
ამ მუზეუმში ათასზე მეტი ეშმაკი "ცხოვრობს". მუზეუმი პროფესორ ჟმიუძინავიჩიუსის პირადი კოლექციის საფუძველზე 1966 წელს შეიქმნა. 1991 წელს მუზეუმს უკვე 1742 ექსპონატი ჰქონდა. კერამიკის, ხის, მეტალის, ტყავის და სხვა ეგზოტიკური მასალებისგან დამზადებული ეშმაკები კაუნასში 22 ქვეყნიდან ჩამოიტანეს. კოლექცია გამუდმებით იზრდება. კაუნასის "უწმინდური ძალის წარმომადგენლობა" დღეს ყველაზე დიდია მსოფლიოში.
შესვლა - უფროსებისთვის 5 ლიტი, ბავშვებისთვის- 2,5 ლიტი. ( დაახლოებით 3 და 1,5 ლარი)
2)ელმინის სასახლე
2)ელმინის სასახლე
XV საუკუნის ციხე-სიმაგრე, რომელიც მონებით ვაჭრობის ერთ-ერთი ცენტრი იყო - შავი კონტინენტის ხალხისადმი თეთრკანიანების მიერ ჩადენილი დანაშაულის ჭეშმარიტი ძეგლია. განის სანაპიროზე ასეთი ნაგებობები ყოველ 15 კილომეტრში შეგხვდებათ. ჩახუთული საკანი პატარა სარკმლით, რომელშიც ძლივს აღწევს მზის სხივები _"დაუბრუნებლობის კარიბჭეა" , დამინებული შავკანიანები აქედან გაჰყავდათ გასაყიდად. ყველაზე საშინელი სანახავია ქვის ჭა, რომელშიც ადამიანები თვეობით ელოდებოდნენ საბოლოოდ "დამონება".
შესვლა - თავისუფალია.
3)მიცვალებულთა სულების მუზეუმი - რომი, იტალია
დელ საკრო კუორეს ეკლესიის სარდაფში მსურველებს შეუძლიათ მოინახულონ პატარა მუზეუმი, რომელშიც თავმოყრილია ამ ქვეყნად მიცვალებულთა სულების არსებობის დამადასტურებელი ფაქტები. მუზეუმში მოსახვედრად ადგილობრივ მღვდელს ნებართვა უნდა სთხოვოთ. დღეს აქ მოჩვენებასთან დაკავშირებით ასობით ექსპონატია: მაგალითად, ღამის ჩაჩი გაჭვარტლული თითების ანაბეჭდებით. ეს ლუიზა ლე სენეშელის მოჩვენების კვალია. 1873 წლის 7 მაისს მიცვალებილუ ღამით გამოეცხადა თავის მეუღლეს, რომელსაც ამ დროს მშვიდად ეძინა, სულმა რამდენჯერმე უჩქმიტა ცხვირზე და გაბრაზებულმა მოაძრო ღამის ჩაჩი. ეს გაფრთხილება იყო, დაქვრივებულმა მეუღლემ გლოვა დროზე ადრე შეწყვიტა.
შესვლა - უფასოა, მაგრამ სასურველია ეკლესიისთვის მცირე შემოწირულობა გაიღოთ.
4)დრაკულას ციხე-სიმაგრე რუმინეთში
ბრანის შუასაუკნეებში ციხე-სიმაგრე კარპატებში, საშინელი უფსკრულის პირასაა აგებული. ეს წმინდა წყლის გოთიკური ნაგებობდა ვიწრო გასასვლელებითა და ქვის კიბეებით, ეკუთნოდა ვამპირ დრაკულას. ციხე-სიმაგრე ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც 100 წლის წინათ ირლანდიელმა რომენისტმა, ბრემ სტოკერმა აღწერა თავის ცნობილ რომანში - "დრაკულა". მთავარი საკვამური საშინელებათა დეკორაციას ჰგავს და ძლიერი ქარის დროს საშინლად ღმუის. 56 ოთახიდან ერთ-ერთში დგას უზარმაზარი საწოლი ოთხი საყრდენით და ფარდებით, გადმოცემის მიხედვით სწორედ ამ საწოლზე აწვენდა დრაკულა თავის მსხვერპლს და სისხლს სწოვდა. "საშინელებათა ციხე-სიმაგრის " წოდება გრაფ ვლად IV წყალობით შეიძინა. რუმინელი გრაფი დაუნდობელი იყო და ყველას, ვინც არ მოეწონებოდა, სარზე სვამდა. ციხე-სიმაგრისკენ მიმავალ გზას "ალესილი სარების გზა ჰქვია".
5)შეშლილთა კოშკი ავსტრიაში
5)შეშლილთა კოშკი ავსტრიაში
დღევანდელ შპითალგასეზე მაღალი კოშკი დგას და ამ კოშკში XVIII საუკუნეში საგიჟეთი იყო. აქ გამოფენილია კანონურჩი მოქალაქეების გამომშრალი და დასპირტული ორგანოები, ახდილი თავის ქალები და მუმიფიცირებული თავები.
შესვლა - 2 ევრო
6)წამების მუზეუმი
6)წამების მუზეუმი
ევროპის ბევრი მუზეუმი ინახავს "ესპანურ ჩექმას", გილოტინებისა და მათ მსგავს საზარელ ინსტრუმენტებს, მაგრამ მალტის მუზეუმი სულ სხვაა. ის მდებარეობს ქალაქ მდინაში, მალტის ძველ დედაქალაქში, რომელში ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს. აქ შუასაუკუნეების ცარიელი ქუჩებია. მუზეუმის სარდაფში ჩასული დამთვარიელებლის თვალწინ გადაიშლება: სახრჩობელები, ფრჩხილების დასაძრობი და თავის ქალის მისაჭყლეტი იარაღები. იარაღები ნამდვილია და მრავალი ადამიანის სისხლი შეხმობია მათ. პერსონაჟები ცვილისაა, მაგრამ წარმოუდგენლად ბუნებრივად გამოიყურებიან, ადამიანი ამოთხრილი თვალით და ეგზეკუტორი, რომელიც ხახაში ადუღებულ ზეთს ასხამს.
შარლოტა ბრონტე
ბევრი ფიქრობს ,რომ მწერალმა ,უბრალოდ თავისი ცხოვრება დაწერა და წიგნის სახით გამოსცა ...მისი უკვდავი რომანი დღესაც ცოცხალია და არამგონია, ოდესმე გაქრეს, ის ძლიერი სული, ის სიმამაცე , რომელიც ჯეინს დააქვს თან....მაბევრი ფიქრობს , რომ ახალგაზრდა ,მარტოსულმა ქალმა, უბრალოდ თავისი ცხოვრება დაწერა და წიგნის სახით გამოსცა. „ჯეინ ეარი: ავტობიოგრაფია“ ასე უწოდა შარლოტა ბრონტემ თავის წიგნს, რომელიც ჯერ კიდევ 1847 წელს გამოსცა, და მაშინ არავინ იცოდა, თუ რა წარმატებას მოუტანდა , 27 წლის ქალს, ეს რომანი.
ან დავანებოთ ყველაფერს თავი, როგორ შეიძლება ვინმე გულგრილი დატოვოს წიგნმა, რომელიც დაუმარცხებელ სიყვარულზე მოგვითხრობს...რთლაც, თითქოს ჯეინს ძლიერ გავდა შარლოტა...
როდესაც ამ წიგნს კითხულობ შეუძლებელია, ვერ მიხვდე, ავტორის სულიერ მდგომარეობას...მართლაც, თითქოს ჯეინს ,ძლიერ გავდა შარლოტა...სიყვარულში უმართლებდა? ალბათ არა...ამბობდნენ, რომ მას, უილიამ თეკერეის(ავტორი რომანისა,“ამაოების ბაზარი“) მიმართ რაღაც გრძნობაც ჰქონდა, რადგან „ჯეინ ეარის“ მეორე გამოცემა, სწორედ მას მიუძღვნა...
გარდაცვალებიდან ერთი წლით ადრე, 1854 წელს, შარლოტა, ცოლად გაჰყვა მღვდელ არტურ ნიკოლსს...1855 -ში , ბრონტე გარდაიცვალა...თუმცა, მისი უკვდავი რომანი ცოცხალია და არამგონია, ოდესმე გაქრეს, ის ძლიერი სული, ის სიმამაცე , რომელიც ჯეინს დააქვს თან....
ან დავანებოთ ყველაფერს თავი, როგორ შეიძლება ვინმე გულგრილი დატოვოს წიგნმა, რომელიც დაუმარცხებელ სიყვარულზე მოგვითხრობს...რთლაც, თითქოს ჯეინს ძლიერ გავდა შარლოტა...
Subscribe to:
Posts (Atom)