- სად გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება ზურიკელა ვარშალომიძემ: თბილისში თუ ლონდონში?
თათია, 15 წლის: - ლონდონში. ის ფრაზაც, სერიალ "შუა ქალაქში" რომ ამბობს სანდრო, - "ლონდონში ვსწავლობდიო", მანდედან მოდის.
მარი, 16 წლის: - მე რა ვიცი, არა მაქვს წაკითხული. ადრე დავიწყე წაკითხვა, არ მომეწონა და თავი დავანებე.
ზუკა, 18 წლის: - რა თქმა უნდა, თბილისში! არ გრცხვენიათ, ასეთ ელემენტარულ კითხვებს რომ გვისვამთ? არა ვართ ჩვენ დებილები!..
ჩემი რესპონდენტები არ დაიბნენ და კითხვაზე - "მგელმა წითელქუდას დედა შეუჭამა თუ პაპა", სწორი პასუხები გამცეს:
გიო, 18 წლის: - რატომ მატყუებ? დეიდაშვილი შეუჭამა, დეიდაშვილი! კაი რა, რას მეკითხები. მიტყდება, სწორად რო გიპასუხო.
ნინო, 17 წლის: - ბებია შეუჭამა, ბებია. მახსოვს. როგორ მეცოდებოდა ხოლმე წითელქუდა. მონადირე კი ჩემს თვალში გმირი იყო.
| ილია ჭავჭავაძემ "კაცია ადამიანი?!" ინგლისურიდან თარგმნა თუ რუსულიდან?
ნუკი, 17 წლის: - რუსულიდან თარგმნა. მაგარი თარგმანია, როცა ვისწავლეთ, ბევრი ვიცინე.
- ავტორი ხომ არ გახსოვს?
- არ მახსოვს. კარგი მთარგმნელია ილია.
რეზი, 19 წლის: - აუ, არ მახსოვს, სკოლაში ვისწავლეთ. უფრო რუსულიდან თარგმნიდა.
აღმოჩნდა, რომ ლუკა რაზიკაშვილი არასდროს ყოფილა ვაჟა-ფშაველა:
- ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის ლუკა რაზიკაშვილი და ვაჟა-ფშაველა?
გიგი, 16 წლის: - ძმები? მაგრამ გვარი რომ სხვადასხვა აქვთ? აუ, მართლა არ მახსოვს. სხვას ჰკითხეთ.
თინანო, 17 წლის: - არ ვიცი. ვაჟა ძალიან მიყვარს, მაგრამ მისი ბიოგრაფია არ ვიცი.
- ვაჟას რომელი ნაწარმოები წაგიკითხავს?
- სათაურები არ მახსოვს.
No comments:
Post a Comment